Ზ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 15/09/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

ფილიალის მენეჯერი

domainზღაპარი
location_on
ლოკაციასენაკი
payments
ანაზღაურება1100 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე სენაკის ფილიალში.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო საინტერესო გარემოში, კონკურენტული შრომის პირობებით

სამუშაო პირობები:

  • * გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
  • * ანაზღაურება: 1100 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში.
  • * სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმური შენაძენის კონტროლი.
  • * გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
  • * ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი.
  • * ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი.
  • * დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
  • * მომხმარებელთან სისტემატური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე)
  • * აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა.
  • * სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.
  • * სასურველი ალკოჰოლურ სასმელებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • * კომუნიკაბელურობა.
  • * პუნქტუალურობა.
  • * შედეგებზე ორიენტირებულობა.
  • * ყურადღებიანობა.
  • * სწრაფი აზროვნება.
  • * გუნდის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.