Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 21/10/2026

ფინანსისტი

domainსაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2,400 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

სსამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება: 2,400 ლარი (დარიცხული)*

  • შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:

სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში (E-Treasury) საგადახდო ვალდებულებებისა და მოთხოვნების დროული შესრულება;საბუღალტრო პროგრამებში ოპერაციების გატარება და დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება;ფინანსური, სტატისტიკური და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;სალაროს წიგნის წარმოება და ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;საბუღალტრო და სახაზინო პროგრამების ცოდნა (ORIS, Fina, ESBA, E-Treasury).

პიროვნული უნარები:

ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;გუნდურობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

შერჩევის მეთოდები:

სატელეფონო გასაუბრება;ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ფინანსისტი).

  • ** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.