Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

ფლებოტომისტი

domainმედ-დიაგნოსტიკა
location_on
ლოკაციაფოთი, სენაკი, მარტვილი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ფოთი, სენაკი და მარტვილი

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება;
  • * აღებული მასალის დამუშავება;
  • * საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
  • * სამედიცინო დოკუმენტაციის წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება;
  • * საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • * ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • * ორგანიზებული;
  • * დეტალებზე ორიენტირებული;
  • * ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • * კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

  • * რეზიუმეს გადარჩევა;
  • * ინდივიდუალური გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი, ასევე მისაღები მისამართი.

გაცნობებთ, რომ შპს "მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.