Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტი

domainგოა კრედიტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1700 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტის (AML) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00

ანაზღაურება: 1700 ლარი

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • * კონტრაჰენტებიდან "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და დამუშვება;
  • * ეროვნული ბანკის ზედამხედველობის განყოფილებასთან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ანგარიშგების დროულად წარდგენა;
  • * კომპანიის შესაბამისი მეთოდოლოგიის და ბიზნეს პროცესების მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
  • * კომპანიის თანამშრომლების დატრენინგება ამ კუთხით და ახალი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • * საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • * გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვადასხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება, უპირატესობად ჩაითვლება სამართალმცოდნეობის მიმართულება;
  • * აუცილებელია ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
  • * MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • * სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა
  • * გუნდური მუშაობის უნარი
  • * პასუხისმგებლობა
  • * პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გოა კრედიტის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/ CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.