Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

გაყიდული საქონლის კონტროლიორი

domainსონნივა ჯორჯია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი / 1800 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდული საქონლის კონტროლიორის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * მაღაზიის სამი გასასვლელის კონტროლი და საქონლის გატანის პროცესის მონიტორინგი.
  • * გატანილი საქონლის ჩეკთან შედარება — დასახელებისა და რაოდენობის გადამოწმება.
  • * პროგრამაში საქონლის გაყიდვისა და გატარების ფაქტის შემოწმება.
  • * გადაუხდელი ან ჩეკთან შეუსაბამო საქონლის გატანის დაუშვებლობა.
  • * შეუსაბამობის ან საეჭვო შემთხვევის აღმოჩენისას მენეჯერის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
  • * საქონლის გატანასთან დაკავშირებული დარღვევების დაფიქსირება.
  • * მაღაზიის შიდა წესებისა და საქონლის გატანის პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
  • * Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • * გუნდური მუშაობის უნარი
  • * კომუნიკაციის უნარი
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • * პუნქტუალურობა.

ხელფასი: 1500 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ 1800 ლარი (ხელზე ასაღები)

სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.

დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.

ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება მეტრო-სადგურებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებებს!