გაყიდვების აღმასრულებელი - ბათუმი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
გაყიდვების აღმასრულებელი
აღმასრულებელი დირექტორი
დასაკუთრებული უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი ქუთაისის სერვისცენტრში
დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/POZKLgHc
,,იელთი ჯგუფი“ და საერთაშორისო კომპანია IPM, 100–ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი + ბონუსი (გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაო პირობები:
განაკვეთი:სრული განაკვეთი
დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორაციული კლიენტების, ტურისტული სააგენტოებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება და მოზიდვა;
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება;
- სასტუმროს ნომრების, სერვისებისა და შეთავაზებების აქტიური გაყიდვა;
- კორპორაციული, ჯგუფური და ტურისტული ჯავშნების მოზიდვა;
- ახალი გაყიდვების არხებისა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიება;
- არსებული კლიენტებისა და პარტნიორების ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სასტუმროს Site Inspection-ების, პრეზენტაციებისა და B2B შეხვედრების ორგანიზება;
- ბაზრისა და კონკურენტების შეთავაზებების მონიტორინგი;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი follow-up;
- გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შედეგების რეგულარული ანგარიშგება;
- კომპანიის კომერციული მიზნების შესაბამისად სხვა შესაბამისი სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
უმაღლესი განათლება სტუმართ მასპინძლობის ან სხვა ბიზნეს სფეროში.
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა. სხვა ენების ცოდნა სასურველია.
კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები.
სასურველია საერთაშორისო ქსელის სასტუმრო(ებ)ში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში: 1C, Outlook, Word, Excel და ა.შ.
დროის მართვის უნარები და სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა ;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!