Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

გაყიდვების ასისტენტი

domainბერკეტი დიზაინი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "ბერკეტი-დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე. შპს "ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან.

საქმიანობის სფეროა: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.Berketi.ge

ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

  • * პროდუქტების-მომსახურების შესწავლა;
  • * კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
  • * პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;
  • * კლიენტების მოთხოვნების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;
  • * კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
  • * ელფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
  • * ინვოისების მომზადება;
  • * კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოთხოვნების კონტროლი;
  • * კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
  • * გაყიდვების პროცესის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • * საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
  • * კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • * კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • * ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;
  • * სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • * პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * ინიციატივიანობა და აქტიურობა;
  • * ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
  • * სწრაფად სწავლის უნარი;
  • * კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • * ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • * მოწესრიგებული გარეგნობა და საქმიანი ჩაცმის სტილის დაცვა;
  • * გაყიდვებში ან HVAC სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სამუშაო პირობები:

  • * ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1200 ლარი, შემდგომ მზარდი+ბონუსი
  • * მდებარეობა: თბილისი
  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 - 18:00 საათი

შერჩევა:

  • * განცხადებების გადარჩევა
  • * გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hrberketi@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!