K
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 03/10/2026scheduleბოლო ვადა: 03/11/2026

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

domainKorter
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურება6000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Korter" — უკრაინული proptech-მარკეტპლეის პლატფორმაა. ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ეხმარება უძრავი ქონების შეძენაში პირდაპირ დეველოპერებისგან, ასევე უკვე მეორად ბაზარზეც. ჩვენი მარკეტპლეისები წარმოდგენილია მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, ონლაინ რეჟიმში აირჩიონ და შეიძინონ მათი მომავალი სახლი. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://korter.com/

მიმდინარე წელს ჩვენი მიზანია რამდენჯერმე გავზარდოთ გაყიდვების ტემპი ბათუმში და ამისთვის ვეძებთ ძლიერ მენეჯერს, რომელიც შეძლებს საიმედო სისტემის აშენებას — როგორც ამ ზრდის მყარ საფუძველს.

დეკემბერში მივიღეთ 1126 ცხელი ლიდი. ბათუმში გვყავს 3 გამოცდილი გაყიდვების მენეჯერი, ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას და ახლა, როგორც არასდროს, ვხედავთ ძლიერი ხელმძღვანელის აყვანის დიდ პერსპექტივას, რომელიც შემოიტანს ახალ იდეებს და გაზრდის შედეგებს.

ვის ვეძებთ:

  • * ძლიერ ლიდერს, რომელსაც აქვს გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება და გეგმების შესრულების პრაქტიკა;
  • * ადამიანს, რომელმაც იცის როგორ მართოს გაყიდვები, KPI-ები და პროგნოზირება;
  • * პროცესების დისციპლინის შენარჩუნების უნარი (CRM, ანგარიშგება, პროგნოზი);
  • * ძლიერი უნარები გაყიდვების მენეჯერების შერჩევაში, სწავლაში და სამუშაოს ხარისხის კონტროლში;
  • * მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • * სისტემური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი.

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეფექტური სტარტისთვის ყველაფერი მზად არის: რეგლამენტები და სტანდარტები, პროდუქტის სწავლება, გაყიდვების ინსტრუმენტები და მაღალი კონვერსიის მქონე ლიდების სტაბილური ნაკადი. შენგან გვჭირდება მხოლოდ სურვილი, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და გააზრება იმისა, როგორ გააუმჯობესო შედეგები.

რას გთავაზობთ:

  • * ფიქსირებულ ანაზღაურებას + დეპარტამენტის შემოსავლიდან პროცენტს — საშუალოდ 6000 ლარიდან ზედა ზღვრის გარეშე;
  • * დამატებით ბონუსებს დეპარტამენტის გეგმის შესრულებისთვის;
  • * სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე;
  • * მოქნილ სამუშაო გრაფიკს მიკრომენეჯმენტის გარეშე;
  • * პერსპექტიულ გუნდს, რომელიც შედეგის მიღწევის მიზნით ღიაა ცვლილებებისთვის;
  • * განვითარების გეგმას და მუშაობას შენს უნარებსა და კომპეტენციებზე.

ვაკანტური ადგილი მხოლოდ ერთია, ამიტომ ველით შენს რეზიუმეს.

ელფოსტა: ana.tcheishvili@korter.com