გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით
გაყიდვების ხელმძღვანელი
გაყიდვების ხელმძღვანელი
B2C გაყიდვების ხელმძღვანელი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის" , როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება,- მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -სააერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
საკონდიტრო კომპანია ,, სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტების) მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონიოფისის მსამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევიანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი ფუნქცია
TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა, პრისეილერების გუნდის ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, დისტრიბუციის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის კომერციული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.
ფუნქცია/მოვალეობები
TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების კონტროლი;პრისელერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი;გაყიდვების გეგმების დასახვა, KPI-ების შესრულების კონტროლი და გუნდის შედეგების შეფასება;თანამშრომლებთან საველე ვიზიტების (Field Coaching) განხორციელება, პროფესიული მხარდაჭერა, შეფასება და განვითარება;გაყიდვების ტერიტორიების, მარშრუტებისა და კლიენტების პორტფელის ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;ახალი სავაჭრო ობიექტების, გაყიდვების შესაძლებლობებისა და პარტნიორების იდენტიფიცირება და განვითარების უზრუნველყოფა;არსებული პარტნიორების მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი;პროდუქციის დისტრიბუციის, წარმოდგენილობისა და გაყიდვების სტანდარტების დაცვის კონტროლი სავაჭრო ობიექტებში;დებიტორული დავალიანების (თანხების ამოღების) პროცესის კონტროლი და ვადების შესრულების უზრუნველყოფა;პროდუქციის დაბრუნებების პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;გაყიდვების მაჩვენებლების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;გაყიდვების შედეგების შესახებ ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;გუნდის წევრების შერჩევის, ადაპტაციისა და შეფასების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
FMCG სექტორში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;გაყიდვების ხელმძღვანელის ან ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;პრისელერების გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;ტრადიციული სავაჭრო არხის (Traditional Trade – TT) მიმართულებით მუშაობისა და გაყიდვების მართვის გამოცდილება;
პიროვნული თვისებებიაქტიური;მოლაპარაკების წარმოების უნარი;დამარწმუნებელი კომუნიკაცია;ორგანიზებული და მოწესრიგებული;შედეგზე ორიენტირებული;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8pdmb4Id