F
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

გაყიდვების კონსულტანტი

domainFLO
location_on
ლოკაციათბილისი მოლი
payments
ანაზღაურება1020 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"FLO Georgia" წარმოადგენს "FLO Group"-ის შვილობილ კომპანიას. ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.

საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა.

"FLO Group" აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში FLO Group წარმოდგენილია FLO-სა და InStreet-ის მაღაზიების ქსელით.

ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი

ლოკაცია: თბილისი - "თბილისი მოლი"

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე (დილის, შუადღის ან საღამოს ცვლა, მოქნილად)

ანაზღაურება: 1020 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომხმარებლის თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურება;
  • * მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლებისა და ასორტიმენტის შესახებ;
  • * მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქციის შერჩევასა და მოძიებაში;
  • * საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • * ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
  • * მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგება და სწორი განთავსება;
  • * პროდუქციის სრულყოფილი და მიმზიდველი წარმოდგენის უზრუნველყოფა სავაჭრო სივრცეში.

ბენეფიტები:

  • * 30%-იანი თანამშრომლის ფასდაკლება "FLO Group"-ის მაღაზიებში;
  • * ბონუსური სისტემა;
  • * პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • * მეგობრული, მხარდამჭერი და გუნდური სამუშაო გარემო.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: Mariam.Midelashvili@flo.com.tr

ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ იმ მოლის დასახელება, რომელ ვაკანსიაზეც აგზავნით განაცხადს (მაგ.: "გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი მოლი").