Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

გაყიდვების კონსულტანტი

domainგმირების ღვინო
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"გმირების ღვინო" ეროვნული გმირების მემკვიდრეობით შთაგონებული ქართული ღვინის პროექტია. ჩვენი კოლექცია ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირებს, აერთიანებს მათ ისტორიებს, ოჯახებსა და მომავალ თაობებს.

გვსურს ჩვენს გუნდში შემოვიერთოთ გაყიდვების კონსულტანტი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სასაჩუქრე ღვინოს "ბაზარი ორბელიანზე".

სამუშაო ადგილი: თბილისი - ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას ქუჩა 3ა)

სამუშაო საათები: 12:00-21:00

გრაფიკი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (კვირა დღე დასვენება)

შესვენება: 1 საათი

ანაზღაურება: 1, 500 ლარი NET

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომხმარებლისთვის "გმირების ღვინის" იდეისა და პროდუქციის გაცნობა;
  • * პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
  • * მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
  • * სტენდის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

მთავარია, კანდიდატი იყოს კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული ადამიანი, რომელიც გაიზიარებს "გმირების ღვინოს" იდეასა და ღირებულებებს და გახდება ჩვენი გუნდის წევრი.

ტურისტული ლოკაციიდან გამომდინარე, უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა. ენების მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელი არ არის - მთავარია, კანდიდატმა შეძლოს პოტენციური მომხმარებლისთვის იდეის არსის გასაგებად და მარტივად ახსნა.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 01.10.2026

იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი პროექტისა და იდეის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს: https://heroeswine.ge/

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: contact@heroeswine.ge