Რ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

გაყიდვების კონსულტანტი

domainრედბერი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Redberry" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის შესახებ:

სამკაულების მაღაზიაში იმუშავებ მომხმარებელთან, თბილისის ერთ-ერთ ფილიალში. გამოცდილება არ გჭირდება, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. გრაფიკი ცვლებშია: კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.

გრაფიკი:

  • * კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დასვენება. შაბათ-კვირაც სამუშაო დღეებია, ამიტომ დასვენება მათ ყოველთვის არ ემთხვევა.
  • * დღეების უმეტესობა 6-საათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე 12-საათიანია და ცვლები როტაციულია.
  • * მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.

სამუშაო ადგილი:

  • * აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
  • * ჭავჭავაძე, ჭავჭავაძის გამზ. 60ბ
  • * გალერია თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
  • * სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
  • * ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
  • * თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
  • * თბილისი მოლი 2, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ

მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa

რას გთავაზობთ:

  • * ყველაფერს ადგილზე გასწავლით
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა
  • * ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
  • * ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
  • * ძირითადად 6-საათიანი ცვლები

რას გააკეთებ:

  • * დახვდები მომხმარებელს და დაეხმარები არჩევანში
  • * მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
  • * მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
  • * იმუშავებ სალაროსთან
  • * იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს

ჩვენი მოლოდინი:

  • * 18 წელი და მეტი
  • * ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
  • * საქართველოში მუშაობის უფლება

ჩვენს შესახებ:

"wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით "REDBERRY" და "MANDARINA". ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს "SOKOLOV", "UNOAERRE", "NOMINATION", "Nature Bijoux" და "Ori Tao".

როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:

რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.

მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg/wa

ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/k5kn/jg

პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად, ერთ საათში.