Ბ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 30/11/2026

გაყიდვების მენეჯერი

domainბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

  • * ახალი კლიენტების ძიება და მოზიდვა.
  • * კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება, ასევე საწყისი კომერციული შეთავაზების მომზადება.
  • * მომხმარებელ-კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენის შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით, ტელეფონით, ასევე პირადი შეხვედრის დროს.
  • * კლიენტებთან ზარების და შეხვედრების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება
  • * ცივი ზარების განსახორციელებლად მონაცემთა ბაზის ძიება და შევსება.
  • * გაყიდვების დინამიკისა და პროცესების გააზრება.
  • * კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მიმართ მომხმარებლის საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება და მომხმარებელთან შეკვეთების კოორდინაცია მისი საჭიროებებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
  • * ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარება უკვე არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან.
  • * გაყიდვების დეპარტამენტის ასევე კომპანიის სხვა განყოფილებების თანამშრომლებთან წარმატებული კომუნიკაციის წარმართვა.
  • * გაყიდვების მოცულობის დაგეგმვა მომავალი პერიოდებისთვის.
  • * სამშენებლო მოედნების მონახულება გაზომვების ჩასატარებლად და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.
  • * საპრეზენტაციო მასალების მომზადება.

მოთხოვნები:

  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
  • * კომერციული შეთავაზების მომზადების გამოცდილება.
  • * პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება.
  • * პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი.
  • * მაღალი წარმადობა გაყიდვებში, კომპეტენტური მოლაპარაკებები და საქმიანი მიმოწერა.
  • * კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი.
  • * საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • * ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია.
  • * მისასალმებელია გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში ან მსხვილი კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში.
  • * სასურველია ციფრულ რეკლამასთან მუშაობის გამოცდილება.
  • * უმაღლესი განათლება სავალდებულოა, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და რეკლამის, შესაძლოა დიზაინის და ჰუმანიტარული ან შემოქმედებითი პროფესიების მიმართულებით.

ვადები:

  • * სამუშაო ადგილი დასავლეთი, აჭარის ტერიტორია, ბათუმი
  • * სამუშაო განრიგი ორშაბათი-პარასკევი 9:00-დან 18:00 საათამდე.
  • * ხელფასი გასაუბრების შედეგის მიხედვით. (დაახლოებით 2500 ლარი + ბონუსები)

კანდიდატებს გთხოვთ ელ. ფოსტაზე: office@bme.ge

წარმოადგინოთ CV "გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიის B2B" დასახელებით სათაურში არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.