C
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

გაყიდვების მენეჯერი

domainCAFETER.IO
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1000-1200 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"CAFETER.IO" სწრაფად მზარდი პლატფორმაა, რომელიც ყოველდღიური კვების ორგანიზებას მარტივ, ეფექტურ და კომფორტულ პროცესად აქცევს. კომპანიებს ვთავაზობთ სრულად მართულ საოფისე ლანჩის სერვისს, რომელიც ორიენტირებულია მრავალფეროვნებაზე, ხარისხსა და კომფორტზე.

თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, მაშინ შემოუერთდი ჩვენ გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • * ცივი ზარების განსახორციელებლად მონაცემთა ბაზის ძიება და შევსება;
  • * კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება;
  • * კომპანიის სერვისების წარდგენის შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით, ტელეფონით, ასევე პირადი შეხვედრის დროს;
  • * კლიენტებთან ზარების და შეხვედრების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი;
  • * ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • * კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
  • * გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი;
  • * განვითარების მოტივაცია;

რას გთავაზობთ:

  • * სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • * სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში;
  • * საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • * კორპორატიული სატელეფონო პაკეტი;

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:30-19:30;
  • * ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-1200 ლარი + ბონუსი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: mbostashvili@gmail.com - სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".