D
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

გაყიდვების მენეჯერი

domainDewool Industries
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
  • * სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
  • * სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
  • * გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).

ჩვენ გთავაზობთ:

  • * სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • * კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • * კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
  • * შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
  • * შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
  • * შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • * გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • * სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • * საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
  • * CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).

პიროვნული უნარები:

  • * ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • * მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • * სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * ორგანიზებულობა;
  • * პუნქტუალურობა;
  • * გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ceo@enica-express.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია  "Dewool Industries " LLC  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!