გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
კონკრეტული მსგავსი ვაკანსია ამ მომენტში ვერ მოიძებნა, თუმცა ბაზაში ხელმისაწვდომია 9,522 სხვა პოზიცია.
კომპანია FK Development აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
"FK Development“ არის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.
„Tonino Lamborghini Tower Batumi“ — მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით შექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდირებული რეზიდენცია ბათუმში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ინოვაციური კონცეფციითა და საერთაშორისო ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის პროექტის განვითარებაში და შეძლებს კარიერულ და პროფესიულ ზრდას დინამიკურ სამუშაო გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების პროფესიონალური კონსულტაცია და პროექტის სრულყოფილი პრეზენტაციაგაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდეშეხვედრების, პრეზენტაციებისა და პროექტის დათვალიერების ორგანიზებაკლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაCRM სისტემაში მონაცემების დროული და ეფექტური მართვაგაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულებაბაზრის ტენდენციების მუდმივი ანალიზიკომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილებაუძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობადქართული ენის სრულყოფილი ცოდნაინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნამოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარებიეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომაპასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობაMS Office-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასმაღალ საბონუსე და საკომისიო სისტემასპროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ კარიერულ განვითარებასთანამედროვე, დინამიკურ და საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოსშესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით განხორციელებულ გამორჩეულ დეველოპერულ პროექტზეპროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობას და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.