გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
საცალო გაყიდვების მენეჯერი - ზუგდიდი
გაყიდვების მენეჯერი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
'კაუკასუს აუტოში’ გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში რუსთავის ფილიალისთვის გაყიდვების მენეჯერებს ვეძებთ,
რომლებიც:
მოიზიდავენ მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გააანალიზებენ, მოიძიებენ მათთვის სასურველ ავტომობილს მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე, მომხმარებელთან ექნებათ აქტიური კომუნიკაციადაამუშავებენ მომხმარებელთა ბაზას ეფექტურად გაუძღვებიან გაყიდვების პროცესს
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
გიყვართ გაყიდვები გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლებიხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდშიგამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზეიცით სხვა რომელიმე ენა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://shorturl.at/Z772A
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!