გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი დისტრიბუციაში/ლაქ-საღებავები
გაყიდვების მენეჯერი
VIP გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერი
"Trump Tower Tbilisi" წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
- * დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
- * პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
- * ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
- * ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
- * უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს.
"Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- * მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- * სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
- * პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
- * მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
- * პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- * მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- * გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- * გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება;
- * აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
- * აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- * Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.