Ტ
გაყიდვების მენეჯერი
domainტურინვესტ ჯგუფი
ლოკაციაბათუმი
ანაზღაურებაშეთანხმებით
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
hr.ge 28/09/2026
გაყიდვების მენეჯერი
domainეპსილონი
location_on თბილისი, ბათუმი შეთანხმებით
hr.ge 29/09/2026
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
domainსადაზღვევო კომპანია უნისონი
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 29/09/2026
გაყიდვების მენეჯერი
domainსადაზღვევო კომპანია უნისონი
location_on თბილისი 1200 -1700 ₾
hr.ge 29/09/2026
გაყიდვების მენეჯერი
domainსადაზღვევო კომპანია უნისონი
location_on ბათუმი შეთანხმებით
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს Bellevue Residence Suites-ისა და Boulevard Hotel Batumi-ის გაყიდვების, კომერციული და შემოსავლების მართვას, გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და ობიექტების შემოსავლების მაქსიმიზაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- * გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ორივე ობიექტისთვის, Bellevue Residence Suites (70 აპარტამენტი) და Boulevard Hotel Batumi (27 ნომერი);
- * კორპორატიულ კლიენტებთან, ტურ-ოპერატორებთან, საბითუმო აგენტებთან და OTA პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
- * ახალი გაყიდვების არხების და პარტნიორობების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მომზადება;
- * არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- * გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელისთვის;
- * ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება და ყოველდღიურად დინამიური ფასების მართვა;
- * მოთხოვნის პროგნოზირება და შემოსავლების ოპტიმიზაცია მაქსიმალური შემოსავლის მისაღწევად;
- * დისტრიბუციის არხების (OTA, PMS, Channel Manager) მართვა და ტარიფების პარიტეტის კონტროლი;
- * კონკურენტების ანალიზი და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
- * ძირითადი მაჩვენებლების (RevPAR, ADR, Occupancy) რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება;
- * კომერციული ფართების პოტენციურ მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
- * კომერციული ფართების იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
- * კომერციული ფართების მოიჯარეების მხრიდან გადახდების გრაფიკის მონიტორინგი და დროული ანგარიშსწორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან რევენიუ მენეჯმენტის მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში;
- * ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- * Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
- * ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- * მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების მართვის უნარი;
- * დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- * სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
- * სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 -დან 18:30 -საათამდე;
- * ანაზღაურება: შეთანხმებით;
- * ჯანმრთელობის დაზღვევა;
- * 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- * 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
- * ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
- * 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- * დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_wsk4c/