Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას After Sales Specialist-ის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც გაყიდვის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს კლიენტთან ეფექტურ კომუნიკაციას, ბინის ჩაბარების პროცესის კოორდინაციასა და შესაბამის დეპარტამენტებთან ურთიერთობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * გაყიდვის დასრულების შემდეგ კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია და მისი ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
  • * კლიენტებისთვის მშენებლობის მიმდინარეობის, ბინის ჩაბარების ვადებისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • * კლიენტებთან კომუნიკაცია გადახდის გრაფიკებთან, დარჩენილ დავალიანებებსა და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
  • * ბინის ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • * ბინის დათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების მიღება, შესაბამის ტექნიკურ/სამშენებლო გუნდთან გადაცემა და შესრულების მონიტორინგი;
  • * კლიენტის განცხადებების, მოთხოვნების, პრეტენზიებისა და საჩივრების მიღება და მათი დროული მოგვარების ორგანიზება;
  • * გაყიდვების, ფინანსურ, იურიდიულ, სამშენებლო და ტექნიკურ დეპარტამენტებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
  • * საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცესებსა და დოკუმენტაციაში კლიენტის მხარდაჭერა;
  • * ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
  • * კლიენტების ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის CRM სისტემაში (ZOHO) რეგულარული და სრულყოფილი განახლება;
  • * კლიენტისთვის დაგეგმილი შეხვედრების, ბინის დათვალიერებისა და ჩაბარების პროცესის ორგანიზება;
  • * კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
  • * პრობლემური და არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან დროული ესკალაცია;
  • * კლიენტის მოთხოვნის სტატუსის კონტროლი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება სასურველია;
  • * კლიენტებთან ურთიერთობის, Customer Service-ის, After Sales-ის, გაყიდვების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • * CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • * ZOHO CRM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • * გამართული ქართული მეტყველება და წერითი კომუნიკაციის უნარი;

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:

  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • * ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტთან ურთიერთობის უნარი;
  • * პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა;
  • * დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • * გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00

ანაზღაურება: 1, 500 ლარი — ხელზე ასაღები თანხა

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი №38

თუ გაქვთ კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარი, მოგწონთ პროცესების ორგანიზება და შეგიძლიათ სხვადასხვა დეპარტამენტს შორის ეფექტური კოორდინაცია.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით ელ ფოსტაზე istoriadevelop@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ After Sales Specialist.