P
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

გაყიდვების წარმომადგენელი

domainPromant
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აქვეყნებს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ვაკანსიას.

ჩვენი გუნდი აერთიანებს საერთაშორისო ბრენდებს, პროფესიულ ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ექიმებსა და კლინიკებს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ მაღალი ხარისხის მომსახურება და პროფესიული მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

  • * კომპანიის პროდუქციისა და ბრენდების აქტიური გაყიდვა;
  • * არსებული პარტნიორი ექიმებისა და კლინიკების მართვა და განვითარება;
  • * ახალი მომხმარებლების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • * ექიმებთან, კლინიკებთან და კოსმეტოლოგებთან რეგულარული კომუნიკაცია და შეხვედრების დაგეგმვა;
  • * მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • * გაყიდვების პროცესის სრული მართვა — პირველადი კონტაქტიდან შეკვეთის დასრულებამდე;
  • * ბაზრისა და მომხმარებლების საჭიროებების შესწავლა;
  • * გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულება;
  • * ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • * CRM-ში და შესაბამის სამუშაო სისტემებში ინფორმაციის სწორად წარმოება;
  • * კომპანიის ღონისძიებებსა და პროფესიულ ტრენინგებში ჩართულობა.

მოთხოვნები:

  • * უპირატესობად ჩაითვლება სილამაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
  • * შედეგზე ორიენტირებულობას;
  • * პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალ დონეს;
  • * ახალი ადამიანებისა და პროფესიული ურთიერთობების მარტივად ჩამოყალიბების უნარს;
  • * აქტიურ სამუშაო სტილს;
  • * სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარს;

ჩვენ გთავაზობთ:

  • * მუშაობას სწრაფად განვითარებად და პროფესიულ გარემოში;
  • * საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • * ტრენინგებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობას;
  • * კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსის სისტემას;
  • * მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • * კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, მიზანდასახული და გინდა განვითარდე პრემიუმ ესთეტიკის სფეროში, გვინდა გაგიცნოთ. გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: info@promant.ge და შემოგვიერთდი "Promant"-ის გუნდში.