Კ
languagemyjobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

გარე გაყიდვების ოფიცერი თბილისში

domainკრედო ბანკი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროmyjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს

გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/mzyACY7c

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია: გარე გაყიდვების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;

სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;

პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;

კორპორატიულ ღონისძიებებს;

ჯანმრთელობის დაზღვევას;

წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი:

პოზიციის მიზანია ბანკის გარეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე საბანკო პროდუქტების გაყიდვების გაზრდა, როგორიცაა ტურისტული ზონები, ბაზრობები და მოლები, რათა ხელი შეუწყოს გადახდის სისტემების პოპულარიზაციას და ციფრული გაყიდვების ზრდას.

სამუშაოს აღწერა:

პოტენციური მერჩანტებისა და მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა გარე გაყიდვების უფროს ოფიცერთან შეთანხმებით.

არსებულ და პოტენციურ მერჩანტებთან აქტიური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქტების/მომსახურებების შეთავაზება.

გაყიდვების მიზნების მიღწევა და ყოველთვიური/წლიური გეგმების შესრულება.

მერჩანტების მხარდაჭერა ახალი პროდუქტების დასანერგად და მათი ონჯობ ტრენინგი.

საბანკო პროდუქტების გაყიდვების შეთავაზება და გაყიდვა ბანკის გარეთ სტრატეგიულ ლოკაციებზე, როგორიცაა ტურისტული ზონები, ბაზრობები და მოლები.

სერვისებთან დაკავშირებით დანერგილი სიახლეების შესახებ

მერჩანტების ინფორმირება;

უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

ცოდნა და პიროვნული მახასიათებლები:

უმაღლესი განათლება;

საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები.

პრეზენტაციის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანალიტიკური აზროვნების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი