E
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 28/10/2026

გერმანულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

domainEvolvexe
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება3350 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვან ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით გერმანულს უმაღლეს დონეზე. აიტი/ტექნიკური განათლება ან გამოცდილება და ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო შესრულდება ოფისიდან თბილისში.

პასუხისმგებლობები:

  • * მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
  • * ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
  • * ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

  • * გერმანული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
  • * პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • * მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
  • * დაზღვევას.
  • * ანაზღაურებად შვებულებას.
  • * მაღალი სტანდარტების ოფისს.
  • * პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • * ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
  • * კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
  • * 3350 ლარი გროსი ანაზღაურება-ხელფასს + ბონუსი თვეში (სრული განაკვეთი).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/uNpGkNX

წარმატებებს გისურვებთ!