Ს
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 28/09/2026scheduleბოლო ვადა: 21/10/2026

გიდი

domainსაქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1,520 ლარი
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00ანაზღაურება: 1,520 ლარი (დარიცხული)*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ექსკურსიების ჩატარება;საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიების ჩატარება;შემეცნებითი (ბოტანიკური და ისტორიულ-კულტურული) ექსკურსიებისთვის საინტერპრეტაციო მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება ტურიზმის, ეკოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის ან ბიოლოგიის მიმართულებას);მსგავს პოზიციაზე, ასევე ბავშვებთან და მოზრდილებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარები:გუნდური მუშაობის, დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზების უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:სასიამოვნო სამუშაო გარემოს;კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.შერჩევის მეთოდები:სატელეფონო გასაუბრება;ინდივიდუალური გასაუბრება.როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გიდი).

  • გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.*