Ჯ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

HR მენეჯერი

domainჯეო-ბი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • * შერჩევის სრული პროცესის დაგეგმა/მართვა/განხორციელება;
  • * თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • * მივლინებების, შვებულებების, დანიშნვა- გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
  • * თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
  • * თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, კონტროლი და გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი;
  • * თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;
  • * თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
  • * სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.
  • * უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • * საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • * ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
  • * ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი" მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.