HR მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
დასაკუთრებული უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი ქუთაისის სერვისცენტრში
დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი
განვადების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ELTEG"-ისთვის.
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ელტეგი" მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟს და ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან არის Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://elteg.ge/
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია, შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ქ. წამებულის N44
სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:00 სთ - 18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი)
საწყის ეტაპზე შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვა.
ანაზღაურება - 3000 - 3500 ლ. (Net) სრული განაკვეთის შემთხვევაში.
ძირითადი მოვალეობები:
- * კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება;
- * თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგ-ოფბორდინგ პროცესის დანერგვა და მართვა;
- * HR ადმინისტრირების პროცესების კოორდინირება;
- * სამუშაო აღწერილობების ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
- * თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, შესაბამისი სისტემების შემუშავება და დანერგვა;
- * შიდა საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესება;
- * ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება;
- * ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- * ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან/და ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- * აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- * ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- * საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@stream.com.ge არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.