C
languagelinkedincalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

HR ოპერაციების სპეციალისტი

domainCellfie Mobile
location_on
ლოკაციაTbilisi, Georgia
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროlinkedin
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

Seniority level: Not Applicable | Employment type: Full-time | Industries: Software Development and IT Services and IT Consulting

ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.

ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:

„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.

სამუშაოს აღწერილობა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს HR ოპერაციების სპეციალისტის როლზე.

სამუშაო ადგილი თბილისი,

ამ როლში შენ:

დაამუშავებ პერსონალთან დაკავშირებულ ცვლილებებს - ცვლილებების ფორმებს, ბრძანებებს/დანართებს, Self.hr/AD განახლებებს, JD - თანამდებობრივი ინსტრუქციების განახლებას;

მოამზადებ და გააკონტროლებ payroll მონაცემებს - ზეგანაკვეთურ საათებს, გრაფიკებს, გაცდენებს, ბრძანებების სტატუსებს, დაქვითვებს/დარიცხვებს, SAP/HRIS შეყვანებსა და payroll მონაცემების შეჯერებას;

წარმართავ payroll-თან დაკავშირებულ ბრძანებებს - გეგმები, ბონუსები, დასვენების დღეებში მუშაობა, ზეგანაკვეთური საათები;

იმუშავებ HR სისტემებსა და მონაცემებთან (Self.hr, Signify, AD/SAP), მოამზადებ რეპორტებს და გააკონტროლებ მონაცემთა ხარისხს;

გამოავლენ მანუალურ, Excel/email-ზე დაფუძნებულ დუბლირებულ ნაბიჯებს და დააინიცირებ მათ ავტომატიზაციას/გამარტივებას;

თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

HR Administration / HR Operations / Payroll-support ან მსგავს ოპერაციულ HR როლში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

HR სისტემებთან (HRIS) და payroll მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკა;

Excel-ის კარგი ცოდნა (VLOOKUP, Pivot Tables, მონაცემთა გასუფთავება);

Data quality mindset

ახალი HR სისტემების სწრაფად შესწავლის უნარი

სისწრაფისა და სიზუსტის ბალანსი - მაღალი მოცულობის სამუშაოს ვადებში შესრულების უნარი, ხარისხის დაკარგვის გარეშე;

მაღალი ownership - დავალებას არ ვთვლით დასრულებულად, სანამ ყველა დაკავშირებული სისტემა/დოკუმენტი/საკონტროლო ნაბიჯი არ არის დახურული;

პრაქტიკული problem-solving მიდგომა - პრობლემის აღმოჩენისას ვთავაზობთ გადაწყვეტას, არა მხოლოდ ესკალაციას;

მკაფიო კომუნიკაციის უნარი, incomplete approvals/მონაცემებზე სწრაფი follow-up-ით;

ცვლილებებისადმი ღიაობა და პროცესის გაუმჯობესების სურვილი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

Self HR სისტემაში მუშობის გამოცდილება და Power Query-ის ცოდნა;

გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია

რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.

ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ:

პასუხისმგებლობას (Ownership)

საქმის ხახრისხიან შესრულებას

პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია:

დასახო ამბიციური მიზნები

თამამად გამოხატო შენი აზრი

ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი

ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:

ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა

პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"

სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა

კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია

გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე