Ა
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

HR სპეციალისტი

domainაგროჰაბი
location_on
ლოკაციაქუთაისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "აგროჰაბი" ქუთაისის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • * HR დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • * პერსონალის შერჩევა/რეკრუტინგი
  • * პერსონალის პირადი საქმეების წარმოება
  • * შრომითი ხელშეკრულებების მომზადება
  • * RS-ზე მონაცემების ატვირთვა

ძირითადი მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება
  • * ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • * Soft-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * ორგანიზებულობა
  • * გუნდური მუშაობის უნარი
  • * ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო
ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07; მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:

  • * მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • * მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • * მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • * მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • * წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • * მონაცემთა გადატანის უფლება;
  • * ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • * თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • * გასაჩივრების უფლება`

** შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
"კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით".