ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
დამწყები დაზღვევის მენეჯერი
Seniority level: Not Applicable | Employment type: Full-time | Industries: Insurance
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად
ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:
სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
ჩვენი მოთხოვნებია:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
სასურველია უცხო ენის ცოდნა;
სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს;
ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას;
სწრაფ პროფესიულ ზრდას;
საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
პირად სამუშაო ინვენტარს;
კორპორაციულ ტელეფონის ნომერს;
სამგზავრო ბარათს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე.