U
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
domainUCC
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაt.darchia@ucc.ge
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
jobs.ge 07/09/2026
ინფორმაციული უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
domainგეფა
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 11/09/2026
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
domainშრომის უსაფრთხოების კომპანია
location_on ბათუმი 1400 ლარი
jobs.ge 23/09/2026
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
domainშრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 01/10/2026
უსაფრთხოების თანამშრომელი
domainბაგა-ბაღი მომავალი ალბიონელი
location_on თბილისი 1250 ლარი
"UCC" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
კომპანიაში ინფორმაციული უსაფრთხოების დამტკიცებული პოლიტიკებისა და პროცედურების პრაქტიკული განხორციელება, უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების მონიტორინგი, შესაძლო საფრთხეებისა და დარღვევების დროული გამოვლენა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების პროცესში მონაწილეობა.
ძირითადი მოვალეობები:
- * ინფორმაციული უსაფრთხოების დამტკიცებული პოლიტიკებისა და პროცედურების ყოველდღიური შესრულება და მათი დაცვის მონიტორინგი;
- * ინფორმაციული აქტივების აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრების განახლება;
- * მომხმარებელთა წვდომის უფლებების მინიჭების, ცვლილებისა და გაუქმების პროცესის კონტროლი, მათ შორის, წვდომების პერიოდული გადამოწმება (Access Review);
- * ინფორმაციული სისტემების, უსაფრთხოების მოვლენებისა და შეტყობინებების მონიტორინგი, სისტემური ჟურნალების (Logs) პირველადი ანალიზი;
- * უსაფრთხოების ტექნიკური მექანიზმების (ანტივირუსი, EDR და სხვ.) სტატუსის გადამოწმება;
- * ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენა, რეგისტრაცია, პირველადი შეფასება და შესაბამისი რეაგირების პროცესში მონაწილეობა;
- * უსაფრთხოების ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა, მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი;
- * IT გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხოების მოთხოვნების პრაქტიკული შესრულების უზრუნველსაყოფად;
- * ჩატარებული შემოწმებების, გამოვლენილი დარღვევებისა და ინციდენტების აღრიცხვა და შესაბამისი ოპერაციული ანგარიშგების მომზადება;
- * თანამშრომელთა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში მონაწილეობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- * განათლება IT-ის, ინფორმაციული უსაფრთხოების ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით;
- * ინფორმაციული უსაფრთხოების, IT ადმინისტრირების ან IT კონტროლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- * ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- * Windows-ის, Active Directory-ის, ქსელური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა წვდომის მართვის პრინციპების ცოდნა;
- * სისტემური ჟურნალებისა (Logs) და უსაფრთხოების მოვლენების პირველადი ანალიზის უნარი;
- * ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის ძირითადი პროცესების ცოდნა;
- * უსაფრთხოების პროცედურებისა და ინსტრუქციების პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- * ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გააზრების დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
- * ფინანსურ, საბანკო ან გადახდების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- * SIEM, EDR, DLP ან Vulnerability Management სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- * ISO/IEC 27001-ისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) ზოგადი ცოდნა;
- * საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების ზოგადი ცოდნა;
- * Security+, ISO 27001, CCNA CyberOps ან სხვა შესაბამისი სერტიფიცირება.
პიროვნული უნარები:
- * ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- * დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების დროული ესკალაციის უნარი;
- * ორგანიზებულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
- * ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- * კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: t.darchia@ucc.ge.