Ე
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი

domainევექსი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ცინცაძის N24ა

სამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

  • * ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების სრული პროცესის მართვა;
  • * ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების ზედამხედველობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე;
  • * მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;
  • * ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) კონტროლი;
  • * კონტრაქტორი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
  • * რემონტის დასრულების შემდეგ, ობიექტისთვის საჭირო ავეჯის, სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის შეკვეთის პროცესის მართვა;
  • * რემონტის/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, სარეკლამო და მარკეტინგული მასალების მონტაჟის ზედამხედველობა, მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციით;
  • * სამშენებლო/სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების კონტროლი კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან კოორდინაციით;
  • * სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
  • * სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
  • * უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;
  • * აუცილებელია სამშენებლო პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • * საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • * სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
  • * სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
  • * ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • * პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/EEVo5