I
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 18/09/2026scheduleბოლო ვადა: 18/10/2026

IT ტექნიკოსი

domainITConnect
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

  • * ქსელის კაბელების გაყვანა, დიაგნოსტიკა და აღდგენა; Rack-ის მოწყობა, ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და Patch Panel-ზე კაბელების ორგანიზება;
  • * კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის დისტრიბუცია, მონტაჟი და ტექნიკური გამართვა;
  • * ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • * სერვერული ოთახების მოწესრიგებისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • * ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია და კომუნიკაცია;
  • * მონიტორინგის სენსორების, ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • * საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • * მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები ტექნიკური მხარდაჭერისა და საჭირო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგით;
  • * Helpdesk სისტემაში მომხმარებლების ტექნიკური საკითხების რეგისტრაცია, თიქეტების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • * კრიტიკულ ტექნიკურ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ქსელური ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
  • * IT ტექნიკოსის, ქსელის ადმინისტრატორის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • * ქსელური ინფრასტრუქტურის, კაბელირების, Rack-ის, Patch Panel-ისა და ქსელური მოწყობილობების პრაქტიკული ცოდნა;
  • * Router, Switch და Firewall მოწყობილობების კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ცოდნა;
  • * ვიდეომეთვალყურეობისა და აუდიო/ვიდეო სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად აღმოფხვრის უნარი;
  • * Helpdesk სისტემებთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების დოკუმენტირების გამოცდილება;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიულობა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • * B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა აუცილებელია.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • * თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
  • * ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • * პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში;
  • * პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).