Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 25/10/2026

იურისტი

domainგიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება4000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
  • * სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
  • * შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • * გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად); გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 5000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • * კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • * წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;
  • * სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.);
  • * კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
  • * ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
  • * სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
  • * კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
  • * საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სავალდებულოა);
  • * ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
  • * ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
  • * საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
  • * მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.