Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

იურისტის ასისტენტი/ თანაშემწე

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ადამიანს იურისტის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც იქნება გუნდის წევრი და უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

  • * იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა;
  • * უფროსი იურისტის დახმარება;
  • * კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
  • * კომპანიის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოება;
  • * შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა;
  • * წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • * იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • * სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • * უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა (word; excel);
  • * ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • * ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • * სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისაწარმოების გამოცდილება;
  • * სასურველი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (თავისუფალი კომუნიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის წარმოება).

პიროვნული თვისებები:

  • * დროის ეფექტური მართვის უნარი.
  • * რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
  • * ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * კომუნიკაბელურობა;
  • * ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • * უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 19:00

ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შეთანხმებით კვალიფიკაციის გათვალისწინებით

სამუშაო ადგილი: თბილისი/საბურთალო

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით და ასაკის მითითებით) ელ-ფოსტაზე llcstandard73@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.