G
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

Junior ინჟინერი

domainGo-Playgrounds
location_on
ლოკაციარუსთავი
payments
ანაზღაურება1500-2500 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Junior ინჟინერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით

ანაზღაურება: 1500-2500 Net

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • * პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო საინჟინრო-ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • * პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებისა და შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში ასახვის მხარდაჭერა;
  • * პროდუქტის შემადგენელი დეტალების სამუშაო ნახაზების შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • * არსებული საინჟინრო ნახაზებისა და დოკუმენტაციის განახლება, კორექტირება და საწარმოო პროცესისთვის მომზადება;
  • * წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებაში მონაწილეობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საწარმოო შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
  • * სამუშაო და დეტალური ნახაზების შექმნა, დამუშავება და კორექტირება;
  • * AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD ან სხვა შესაბამის პროგრამებში საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება;
  • * საინჟინრო ფაილებისა და დოკუმენტაციის შესაბამის ფორმატში მომზადება და ორგანიზებულად შენახვა;
  • * არსებული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ნახაზების გადამოწმება და საჭირო ცვლილებების შეტანა;
  • * წარმოების მიმართულებისთვის ტექნიკური ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მხარდაჭერის გაწევა უფროსი ინჟინრის/გუნდის ხელმძღვანელის მითითებით;
  • * სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
  • * პროდუქტის ტექნიკური დეტალების შესახებ წარმოების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებაში მონაწილეობა;
  • * საინჟინრო ინფორმაციის, ნახაზებისა და შესაბამისი ფაილების სათანადო დოკუმენტირება და არქივირება;
  • * საინჟინრო გუნდის მიერ განსაზღვრული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
  • * AutoCAD, ArchiCAD, SOLIDWORKS პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
  • * სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

  • * გამართული კომუნიკაციის უნარი
  • * დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • * თავდაჯერებულობა
  • * ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Junior ინჟინერი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!