ქართული ენის პროფესიული მასწავლებელი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
შპს "თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ქართული ენის პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ
შპს "თავისუფალი ხედვის აკადემია" არის კერძო პროფესიული კოლეჯი, რომელიც დაფუძნდა 2024 წელს და სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს მოკლევადიან და გრძელვადიან პროფესიულ სასწავლო პროგრამებს (ფარმაცია, საექთნო განათლება, სკოლამდელი აღზრდა (აღმზრდელი), ბუღალტერია, კომპიუტერული ქსელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა და სხვა).
ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://forms.gle/DAmMzHfhcecraNuF6
ამჟამად კოლეჯს 300-მდე სტუდენტი და მსმენელი ჰყავს და მუდმივად ზრუნვას ახალი პროგრამების დანერგვაზე და განვითარებასა და სტუდენტების/მსმენელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ აკადემიის სოც. გვერდს: https://www.fva.edu.ge/, https://www.facebook.com/FreeVisionAcademy
დასაქმების ადგილი: თბილისი, თრიალეთის ქ. N50 (ვარკეთილი)
სამუშო დრო: გამომუშავებით, მოდულის დატვირთვის შესაბამისად
სამსახურებრივი მოვალეობები: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქართული ენის A1 და B2 დონის შესაბამისი მოდულების დაგეგმვა და ჩატარება (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანულ ენოვანი სტუდენტებისათვის).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- * არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ქართულ ფილოლოგიაში
- * რუსული ენის ცოდნა
გამოცდილება: სასურველია სწავლების გამოცდილება, მათ შორის პროფესიულ პროგრამებში სწავლების გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * დროის მართვის უნარი;
- * ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- * გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
- * ელექტრონული განაცხადების განხილვა
- * გასაუბრება
განაცხადის წარდგენა
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV გამოცდილების დეტალური აღწერილობით) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე ა.წ. 9 ოქტომბრის ჩათვლით: hr.freeeduge@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: ქართული ენის მასწავლებელი.