Მ
ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი
domainმარშე
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაjobs@marshe.ge
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
myjobs.ge 01/09/2026
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი
domainკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 09/09/2026
ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი მენეჯერი
domainTalkpal
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 22/09/2026
ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი
domainSOFTSWISS
location_on თბილისი, საზღვარგარეთ შეთანხმებით
hr.ge 25/09/2026
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
domainIK Consulting
location_on თბილისი შეთანხმებით
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების საწარმოა, ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- * კომპანიის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა FSS 22000 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით;
- * ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შესრულების კონტროლი;
- * ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი;
- * ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა/გარე აუდიტის პროცესის მართვა;
- * შეუსაბამობების და რეკლამაციების ეფექტური რეესტრის ფორმირება და მართვა;
- * ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის;
- * სურსათის წარმოების უვნებლობისა და ხარისხის მთლიანი ჯაჭვის კონტროლი;
- * სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ - ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- * გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო, ბიოლოგიური, სურსათის ტექნოლოგიის ან სხვა მონათესავე სფეროში;
- * ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- * სასურველია ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- * ხარისხის მართვის სისტემების მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაცია;
- * სასურველია FSS 22000 სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- * ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;