Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

ხარჯების კონტროლის სპეციალისტი

domainმარე
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"მარე · Mare" აცხადებს ვაკანსიას: ხარჯების კონტროლის სპეციალისტი (კალკულატორი)

  • * ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. 9
  • * სრული განაკვეთი

ჩვენ შესახებ:

მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიას, წიგნის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.

პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც იზრუნებს, რომ ყოველი რეცეპტი, პროდუქტი და ციფრი ზუსტი და გამჭვირვალე იყოს.

პოზიციის მიზანი:

ხარჯების კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ზუსტ აღრიცხვაზე, მენიუს თვითღირებულების გაანგარიშებასა და ხარჯების ანალიზზე. იგი მენეჯმენტს აწვდის სანდო მონაცემებს, რომლებსაც ეფუძნება კომპანიის გადაწყვეტილებები.

ძირითადი მოვალეობები:

  • * სასაქონლო მარაგების მიღება და ასახვა პროგრამაში
  • * მენიუს თვითღირებულების დათვლა (კალკულაციები), ანალიზი და პროგრამული ასახვა
  • * წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული ასახვა, კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი
  • * წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული ასახვა და ანალიზი
  • * ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი წუნდებული ნედლეულისა და პროდუქციის აღრიცხვა
  • * საწყობის ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია, ზედმეტობისა და დანაკლისის გამოვლენა
  • * თვითღირებულების კონტროლი, რეცეპტურისა და გადახრების ანალიზი
  • * ნედლეულისა და მზა ნაწარმის დღიური ნაშთების კონტროლი
  • * მენეჯმენტისთვის ხარჯების ანალიტიკის წარდგენა

მოთხოვნები:

  • * ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ან მსგავსი მიმართულებით)
  • * FINA-ს ან Apex-ის ცოდნა
  • * Excel-ის კარგი ცოდნა
  • * სიზუსტე, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება

უპირატესობა მიენიჭება:

  • * კალკულაციის გამოცდილებას, განსაკუთრებით კვების სფეროში
  • * ინგლისური ენის ცოდნას

რას გთავაზობთ:

  • * სრულ განაკვეთზე დასაქმებას
  • * პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

განაცხადი:

CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com-ზე, სათაურით: "ხარჯების კონტროლის სპეციალისტი - სახელი, გვარი".

ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2026. გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.