ხარჯთაღრიცხვის ინჟინერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ინჟინერი
კონსტრუქტორი / კონსტრუქციების ინჟინერი
ინჟინერ-გეოლოგი
MEP ინჟინერი
კომპანია "ბლექ სი გრუპი" არის წამყვანი გენერალური კონტრაქტორი საქართველოში, რომელიც ასრულებს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას.
2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტებისა და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ვეძებთ ხარჯთაღრიცხვის ინჟინერს, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება სამშენებლო სამუშაოების ერთეული ფასების შედგენა და დასაბუთება მოქმედი ნორმატიული ბაზისა და რესურსული მეთოდის გამოყენებით.
მდებარეობა: თბილისი / სხვადასხვა რაიონები
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * სამშენებლო სამუშაოების ერთეული ფასების მომზადება და დასაბუთება რესურსული მეთოდის გამოყენებით.
- * თითოეული სამუშაოსთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და დეტალური კალკულაციის მომზადება, მათ შორის:
- * სამუშაო ძალა და შრომითი დანახარჯები;
- * სამშენებლო მასალები;
- * მანქანა-მექანიზმები და ტექნიკა;
- * საწვავი და სხვა შესაბამისი რესურსები.
- * სამუშაოთა შესრულებისთვის საჭირო რესურსების ნორმატიული ხარჯვისა და პროდუქტიულობის მაჩვენებლების განსაზღვრა შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციის საფუძველზე.
- * СНиП, ГСН, ГОСТ და სხვა შესაბამის სამშენებლო ნორმატიულ დოკუმენტებთან მუშაობა და მათი გამოყენება ხარჯთაღრიცხვებისა და ერთეული ფასების მომზადებისას.
- * სამუშაოთა მოცულობების უწყისის (BOQ) თითოეული შესაბამისი პოზიციისთვის რესურსული შემადგენლობისა და ერთეული ფასის ანალიზის მომზადება.
- * ისეთი სამუშაოებისთვის, რომელთათვისაც პირდაპირი ნორმატიული ფასი ან შესაბამისი ნორმა არ არსებობს, ანალოგიური ნორმების მოძიება, საჭირო კორექტირების განხორციელება და ახალი ერთეული ფასის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
- * მასალების მიმდინარე საბაზრო ფასების, სამუშაო ძალის ღირებულებისა და სამშენებლო ტექნიკის ექსპლუატაციის ღირებულების მოძიება, ანალიზი და კალკულაციებში გამოყენება.
- * საპროექტო ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, სამუშაოთა მოცულობებისა და სამუშაო მეთოდოლოგიების შესწავლა ერთეული ფასების სწორად განსაზღვრის მიზნით.
- * მომზადებული ერთეული ფასებისა და რესურსული კალკულაციების განხილვა პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან და კომპანიის შესაბამის სამსახურებთან.
- * ნორმატიული ბაზის, გამოყენებული ფასებისა და მომზადებული ერთეული ფასების მონაცემთა ბაზის სისტემატიზაცია და განახლება.
- * კომპანიის სხვადასხვა პროექტისთვის ერთიანი და პრაქტიკულად გამოყენებადი ერთეული ფასებისა და რესურსული ნორმების ბაზის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.
განათლება და კვალიფიკაცია:
- * ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო ინჟინერიის, ეკონომიკის, ხარჯთაღრიცხვის ან შესაბამის ტექნიკურ სფეროში.
- * მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის, ფასთწარმოქმნის მიმართულებით.
- * რესურსული მეთოდით ხარჯთაღრიცხვისა და ერთეული ფასების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება.
- * СНиП, ГСН, ГОСТ და შესაბამის ნორმატიულ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- * სამშენებლო სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესების, რესურსებისა და მანქანა-მექანიზმების პროდუქტიულობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
- * ინფრასტრუქტურულ პროექტებზე — გზები, ხიდები, აეროდრომები, ენერგეტიკული ან სხვა მძიმე ინფრასტრუქტურა — მუშაობის გამოცდილება.
- * საპროექტო ნახაზების, BOQ-ისა და ტექნიკური სპეციფიკაციების წაკითხვისა და ანალიზის უნარი.
კომპიუტერული უნარები:
- * Microsoft offices - სამუშაო დონეზე.
- * AutoCAD - სამუშაო დონეზე.
- * AI tools - სამუშაო დონეზე.
ენები:
- * ქართული ენა - თავისუფლად.
- * რუსული ენა - სამუშაო დონეზე.
- * ინგლისური ენა - სამუშაო დონეზე.
პირადი უნარები:
- * ძლიერი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნება.
- * დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და გაანგარიშებების სიზუსტე.
- * ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და ანალიზის უნარი.
- * დიდი მოცულობის მონაცემებთან და ცხრილებთან მუშაობის უნარი.
- * სამშენებლო სამუშაოების ღირებულების შემადგენელი კომპონენტების გააზრების უნარი.
- * დამოუკიდებლად მუშაობისა და მიღებული შედეგების ტექნიკურად დასაბუთების უნარი.
- * ეფექტური კომუნიკაციისა და პროექტის გუნდებთან თანამშრომლობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- * შესაძლებლობას იმუშაოთ კომპანიის სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
- * სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოების ერთეული ფასებისა და რესურსული ნორმების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
- * პროფესიულ განვითარებას ინფრასტრუქტურული მშენებლობის ხარჯთაღრიცხვისა და ფასთწარმოქმნის მიმართულებით, კონკურენტულ ანაზღაურებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ხარჯთაღრიცხვის ინჟინერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.