M
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 04/11/2026

ხიმინჯების საბურღი მანქანის ოპერატორი

domainMAQRO Equipment
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

MAQRO Equipment არის MAQRO ჯგუფის შემადგენელი კომპანია, რომელიც საქმიანობს სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავებისა და ლიზინგის მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სამშენებლო ტექნიკისა და მოწყობილობების მოქნილ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელ და ეფექტიან განხორციელებას.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი: www.maqro.ge

შემოუერთდით ჩვენს გუნდს

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და კვალიფიციურ პროფესიონალს ხიმინჯების საბურღი მანქანის ოპერატორის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Liebherr LB 24 მოდელის მძიმე სამშენებლო ტექნიკის ეფექტურ, უსაფრთხო და ხარისხიან მართვაზე, საბურღი სამუშაოების წარმართვასა და ობიექტზე ტექნიკურ გამართულობაზე.

თუ გაქვთ შესაბამის სპეცტექნიკაზე მუშაობის რეალური გამოცდილება, ფლობთ საჭირო ოპერატორის სერტიფიკატებსა და პროფესიულ მოწმობებს, გამოირჩევით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და გსურთ პროფესიული განვითარება დინამიკურ სამშენებლო გარემოში, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

პოზიცია: ხიმინჯების საბურღი მანქანის ოპერატორი (Fore Kazık)

სამუშაო ადგილი: საგარეჯო

საქმიანობის სფერო: სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავება და ლიზინგი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

Liebherr LB 24 მოდელის ხიმინჯების საბურღი სპეცტექნიკის უსაფრთხო, ეფექტური და სტანდარტების შესაბამისი მართვა;სამშენებლო მოედანზე საბურღი და ხიმინჯოვანი სამუშაოების სიზუსტით შესრულება პროექტისა და საინჟინრო მითითებების შესაბამისად;ტექნიკის ყოველდღიური ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება, მისი მუდმივი საბრძოლო/სამუშაო მზადყოფნის უზრუნველყოფა;სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და ტექნიკური ნორმების მკაცრი დაცვა;შესაძლო გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ტექნიკური პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდება;სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის ობიექტის მენეჯერებთან და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საქართველოს მოქალაქეობა;ხიმინჯების საბურღ აპარატზე (Fore Kazık) ოპერატორად მუშაობის რეალური გამოცდილება;Liebherr LB 24 მოდელის ტექნიკასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულოა);შესაბამისი ოპერატორის სერტიფიკატი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (Mesleki Yeterlilik Belgesi / შესაბამისი მოწმობა);შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების სიღრმისეული ცოდნა;სასურველია თურქული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ჩაითვლება უპირატესობად);მივლინებებში/სამშენებლო ობიექტებზე გადაადგილების დაბრკოლების არქონა.

პიროვნული უნარები

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებულობა;ყურადღება დეტალების მიმართ და სიზუსტე;პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;მოქნილობა და ცვალებად სამუშაო გარემოსთან სწრაფი ადაპტაცია.

ჩვენ გთავაზობთ

დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;MAQRO ჯგუფის განვითარებად და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;ერთჯერად კვებას სამუშაო ადგილზე;კორპორატიულ ნომერს ულიმიტო პაკეტით.

როგორ შემოგვიერთდეთ

თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და უნარებს, მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი განაცხადი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე და პროფესიული სერტიფიკატების ასლები ელ-ფოსტაზე: hr@maqro.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: "ხიმინჯების საბურღი მანქანის ოპერატორი").

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.