Ე
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

კლინიკის მენეჯერი

domainევექსი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, "ევექსის" პოლიკლინიკები

ძირითადი მოვალეობები:

  • * კლინიკის ბიზნეს პროცესების მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება;
  • * ამბულატორიული კლინიკის შემოსავლების მოზიდვა და შენარჩუნება ბიუჯეტის შესაბამისად;
  • * ამბულატორიული კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა, არსებული სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დანერგვა;
  • * პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა;
  • * დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
  • * ახალი სერვისების/მიმართულებების/პროექტების საჭიროების კვლევა, ბიზნეს ქეისის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;
  • * კლინიკაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • * სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი;
  • * სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა/მონიტორინგი, დაკორექტირების თავიდან არიდების მიზნით;
  • * დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • * საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, რეპორტების წარმოება და სათავო ოფისისთვის მიწოდება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • * სავალდებულოა ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • * სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • * ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • * პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • * პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • * ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე;
  • * ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • * 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე;
  • * 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში";
  • * ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/s/EFJ2k