Გ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 25/09/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

კონკურსი ახალგაზრდა კონტენტის შემქმნელებისთვის

domainგაეროს განვითარების პროგრამა
location_on
ლოკაციანარჩენების შემცირება და გადამუშავება
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"გაეროს განვითარების პროგრამა" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა კონტენტის შემქმნელებისთვის: სოციალური მედიის კამპანია ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების შესახებ.

"გაეროს განვითარების პროგრამა" (UNDP) საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ბლოგერებს, ვლოგერებსა და სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებს იწვევს ახალგაზრდულ სოციალურ მედია კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის" ფარგლებში.

კამპანიის მიზანია, ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით ხელი შეუწყოს ნარჩენების შემცირების, გადამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და პასუხისმგებლიანი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უფრო მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ამ მიზნით, კონკურსის ფარგლებში შეირჩევიან ახალგაზრდა კონტენტის შემქმნელები, რომლებიც შეძლებენ გარემოსდაცვითი საკითხების საინტერესო და გასაგები შინაარსის შექმნას. მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი კონტენტის შემქმნელი იყოს პროფესიონალი ინფლუენსერი ან ჰყავდეს დიდი აუდიტორია. მნიშვნელოვანია კრეატულობა, საკუთარი აუდიტორიის კარგად ცოდნა და იდეების ისეთი ფორმით გადმოცემის უნარი, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას მიაწვდის, დააინტერესებს და მოქმედებისკენ უბიძგებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც:

  • * არიან 18-29 წლის;
  • * ცხოვრობენ საქართველოში;
  • * ქმნიან კონტენტს ისეთ სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, YouTube, Instagram, Facebook, X ან სხვა პლატფორმები;
  • * დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით, მდგრადი განვითარებითა და პოზიტიური სოციალური ცვლილებებით;
  • * მზად არიან, შეიმუშაონ და განახორციელონ სოციალური მედიის კამპანია, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით მივესალმებით ახალგაზრდა ქალებისა და კაცების მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი და მრავალფეროვანი თემებიდან.

სოციალური მედია კამპანიის თემატიკა:

კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, მათ შორის:

  • * ნარჩენების შემცირება და პრევენცია;
  • * გამოყენებული ბატარეების შეგროვება და გადამუშავება;
  • * ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება;
  • * შეფუთვა და ნარჩენების დახარისხება;
  • * ნივთების ხელახლა გამოყენება და შეკეთება;
  • * ცირკულარული ეკონომიკა და პასუხისმგებლიანი მოხმარება;
  • * მდგრადი და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ცხოვრების წესი.

მიდგომა შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, გასართობი, იუმორისტული, კრეატიული ან მათი კომბინაცია. პრიორიტეტი მიენიჭება იდეებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ, გასაგებ და მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებად წარმოაჩენს.

რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა შერჩეულ მონაწილეებს?

კამპანიის იდეების შესამუშავებლად და განსახორციელებლად შეირჩევა 12-მდე ახალგაზრდა კონტენტის შემქმნელი.

შერჩეული მონაწილეები:

  • * გაივლიან სპეციალიზებულ ონლაინ ტრენინგს ცირკულარულ ეკონომიკაში, ნარჩენების მართვასა და სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვაში;
  • * მიიღებენ კონსულტაციებს გარემოს დაცვისა და კომუნიკაციების სფეროს ექსპერტებისგან;
  • * შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ კონტაქტები და ითანამშრომლონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდა კონტენტის შემქმნელებთან;
  • * მიიღებენ 1, 000 ევროს ოდენობის ჯილდოს საკუთარი კამპანიის შესამუშავებლად და განსახორციელებლად.

კამპანიის განხორციელება:

შერჩეული მონაწილეები, შესაბამისი ტრენერებისა და ექსპერტების მხარდაჭერით, შეიმუშავებენ და განახორციელებენ საკუთარ სოციალურ მედია კამპანიებს 2027 წლის იანვარი-მარტის (3 თვე) პერიოდში. ისინი ასევე შექმნიან და გამოაქვეყნებენ შეთანხმებულ კონტენტს საკუთარ სოციალურ მედია პლატფორმებზე.

შერჩეულ მონაწილეებს დამატებით მიეწოდებათ ინფორმაცია კონტენტის რაოდენობისა და ფორმატის, კამპანიის განხორციელების პირობებისა და კონტენტის ბრენდინგის შესახებ.

განაცხადის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ:

  • * მოკლე ბიოგრაფია, სოციალური მედიის პროფილების ბმულებთან ერთად;
  • * აუდიტორიისა და კონტენტის სტილის მოკლე აღწერა;
  • * კამპანიის იდეა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

მაქსიმუმ ერთგვერდიანი წერილობითი კონცეფცია, ან

მაქსიმუმ ორწუთიანი ვიდეო.

კამპანიის კონცეფციაში მოკლედ უნდა იყოს აღწერილი:

  • * კამპანიის მთავარი გზავნილი;
  • * რა ტიპის კონტენტის შექმნა იგეგმება;
  • * ვინ არის სამიზნე აუდიტორია და როგორ მოხდება მისი ჩართვა;
  • * როგორ შეუწყობს ხელს კამპანია ნარჩენების შემცირებას, გადამუშავებას ან სხვა მდგრადი პრაქტიკის დამკვიდრებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი ელექტრონული ფოსტით მისამართზე: circulareconomy.ge@undp.org