M
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 26/09/2026scheduleბოლო ვადა: 26/10/2026

კონსულტანტი

domainManamo Home
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • * კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • * კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • * კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • * მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
  • * სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:

  • * 2 დღე - 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
  • * 4 დღე - 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • * პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა;
  • * ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა;
  • * მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • * მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა.

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

  • * დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • * პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
  • * კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.