Პ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 29/09/2026scheduleბოლო ვადა: 29/10/2026

კონსულტანტი

domainპეპელა
location_on
ლოკაციადავით აღმაშენებლის გამზირი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 20 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.

"პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.

"პეპელა" 25 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.

პოზიცია: კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 108-110

ჩვენთან გელოდებათ:

  • * კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • * კომფორტული სამუშაო გარემო;
  • * ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • * და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • * პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • * სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • * სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

  • * კომუნიკაბელურობა;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * პუნქტუალურობა.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (კონსულტანტი - პეკინი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!