კონტენტის ოპერატორი - TKT.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ოპერატორი
მოლარე-ოპერატორი
მოლარე-ოპერატორი
მოლარე-ოპერატორი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას TKT.ge-ის Content Operator-ის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი / ჰიბრიდული, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
შენი როლი "თინეთში":
- * TKT.ge საიტზე ღონისძიებების ვებ გვერდზე დროულად და სწორად განთავსება/შემდგომი მართვა;
- * პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით, ბილეთებზე/ადგილებზე ფასების სრული სიზუსტით მინიჭება;
- * ორგანიზატორის მოთხოვნის შესაბამისად კალათების დაყოფა და შეცვლა/გადართვა რაოდენობის მიხედვით;
- * ჯავშნების შექმნა/გაუქმება, პრომოკოდების დაგენერირება, მოსაწვევების და ყიდვის ბმულების გაგზავნა;
- * ვიზუალური მასალის ატვირთვა მარკეტინგისთვის;
- * ორგანიზატორებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- * თუ გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ონლაინ პლატფორმის მართვა, მონაცემთა შეყვანა, კონტენტის ოპერირება) ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
- * გაქვს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად.
- * იცი Microsoft Office-ის პროგრამები და გაქვს ადმინ-პანელებთან მუშაობის გამოცდილება (კონტენტის ატვირთვა, მართვა, რედაქტირება)
- * ხარ ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული და არ უშინდები გამოწვევებს
"თინეთში" დაგხვდება:
- * ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- * ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- * მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- * სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
- * ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
- * კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- * თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- * თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- * თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
- * რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.