C
languagelinkedincalendar_todayგამოქვეყნდა: 21/09/2026scheduleბოლო ვადა: 21/10/2026

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

domainCargo Polo
location_on
ლოკაციაBatumi, Georgia
payments
ანაზღაურება1200 ლარი
hub
წყაროlinkedin
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

Seniority level: Not Applicable | Employment type: Full-time | Industries: Transportation, Logistics, Supply Chain and Storage

Cargo Polo აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

თუ გაქვთ ძლიერი საკომუნიკაციო უნარები რუსულ ენაზე, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვები, გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდეთ ლოგისტიკის სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;

პოტენციური კორპორატიული კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა;

პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;

კორპორატიული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;

ლოგისტიკური პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა;

გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და ანალიზი;

ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმვა და ანგარიშგება;

ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

რუსული ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა — საუბარი, წერა და კითხვა;

Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;

მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

გაყიდვების ან კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;

საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;

CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი, დამატებით გაყიდვებზე დამოკიდებული ბონუსი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00;

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 121.

Cargo Polo გთავაზობთ:

საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლასა და სრულფასოვან ტრენინგს;

სწავლების პერიოდის სრულ ანაზღაურებას;

პროფესიულ ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამებისა და უცხო ენების მიმართულებით;

კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;

მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისთვის;

შედეგებზე დაფუძნებულ, მზარდ ანაზღაურებას;

ჯანმრთელობის უფასო კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ან რუსულ ენაზე ელფოსტაზე: vacancy@cargopolo.com