კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
B2B კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს.
მოვალეობები:
- * პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
- * პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
- * პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- * შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- * კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- * გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;
- * სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
ანაზღაურება:
- * ფიქსირებული ხელფასი 1500 ლ;
- * ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
- * გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- * კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- * ჯანმრთელობის დაზღვევას;
- * უფასო კორპორატიულ ნომერს;
- * მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ceo@mifasi.ge-ზე.
სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!