კურიერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
შიდა კურიერი
კურიერი
კვების კურიერი
კურიერი
"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ბათუმში.
თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!
რას გთავაზობთ?
- * ფიქსირებული ხელფასი — 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
- * სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
- * კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
- * ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
- * ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- * ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
- * შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი)
- * სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- * საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
- * ჩამოსული ამანათების დახარისხება;
- * მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
- * ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
- * ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
- * კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
- * გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
- * კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
- * სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
- * მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- * სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
- * სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
- * სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- * პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
- * დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- * დეტალებზე ორიენტირებულობა;
- * მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- * სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
- * გუნდური მუშაობის უნარი;
- * დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.