S
languagelinkedincalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

Local IT Manager

domainSilk Hospitality
location_on
ლოკაციაTelavi, Georgia
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროlinkedin
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

Seniority level: Mid-Senior level | Employment type: Full-time | Industries: Hospitality

წინანდლის მამული | Tsinandali Estate აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლოკალური IT მენეჯერი (Local IT Manager)

კომპანიის შესახებ:

წინანდლის მამული (Tsinandali Estate) წარმოადგენს რეგიონში გამორჩეულ კულტურულ, ისტორიულ და პრემიუმ კლასის მასპინძლობის ცენტრს, რომელიც აერთიანებს Radisson Collection Hotel-სა და Park Hotel-ს. კომპანია ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების სტაბილური გარემოს შექმნაზე.

პოზიციის მიმოხილვა:

ლოკალური IT მენეჯერი უზრუნველყოფს სასტუმროს IT სისტემებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ადგილზე გამართულ, უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებას. ძირითადი IT პროცესები (სარეზერვო ასლები, ძირითადი ქსელი, ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა) იმართება ცენტრალიზებულად კლასტერის IT გუნდის მიერ, შესაბამისად, პოზიცია გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ (HQ) გუნდთან.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლასტერის (HQ) IT გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა: სასტუმროს ლოკალური საჭიროებების, ინციდენტებისა და ცვლილებების კოორდინაცია;
  • სასტუმროს IT სისტემების, მათ შორის Opera PMS, Simphony POS და სხვა სისტემების ლოკალური მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების ყოველდღიური IT მხარდაჭერა: სამუშაო სადგურები, პრინტერები, POS ტერმინალები და სხვა მოწყობილობები;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების ლოკალური მონიტორინგი, პირველადი დიაგნოსტიკა და ადგილზე მხარდაჭერა (ძირითადი ადმინისტრირება ხორციელდება HQ-დან);
  • კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკების ადგილზე დანერგვა და დაცვა, ინციდენტების დაუყოვნებლივი ესკალაცია კლასტერის გუნდისთვის;
  • სარეზერვო ასლებისა და Disaster Recovery პროცესებში ლოკალური მონაწილეობა (მათ შორის ტესტირებაში), რომელთა მართვა ცენტრალიზებულად ხორციელდება;
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან/ვენდორებთან ოპერატიული კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი კლასტერის გუნდთან შეთანხმებით;
  • სასტუმროს ინტერნეტის, ციფრული ტელევიზიისა და მულტიმედიური სისტემების ლოკალური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • საკონფერენციო და საბანკეტო სივრცეების ტექნოლოგიური მხარდაჭერა;
  • IT აქტივების ადგილობრივი აღრიცხვა და ლოკალური IT ხარჯების დაგეგმვაში კლასტერის გუნდთან თანამშრომლობა;
  • კლასტერის გეგმის შესაბამისად IT პროექტებისა და განახლებების ადგილზე განხორციელებაში მონაწილეობა, ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • IT აუდიტებისა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მომზადება და აუდიტის პროცესში ადგილზე მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან IT მენეჯერის პოზიციაზე;
  • სასტუმრო სექტორში (Hospitality) IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: წინანდალი
  • სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (არაუმეტეს 40 საათისა, 2 დასვენების დღე)

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე:

https://hel-ai.com/apply/BmcnUUfd

ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Tako.chkhaidze@tsinandaliestate.ge