C
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 08/09/2026scheduleბოლო ვადა: 08/10/2026

ლოჯისტიკის მენეჯერი

domainCarMove
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"CarMove" — საერთაშორისო ავტომობილების გადაზიდვებზე ორიენტირებული კომპანია — ეძებს გამოცდილ ლოჯისტიკის მენეჯერს სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. პოზიციის მთავარი ამოცანაა ავტომობილების საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტირების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული საოპერაციო კონტროლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • * სარკინიგზო მარშრუტების, ტარიფებისა და ოპტიმალური სატრანსპორტო სქემების შერჩევა;
  • * ვაგონების, პლატფორმებისა და სარკინიგზო კონტეინერების მოძიება და დაჯავშნის პროცესის კოორდინაცია;
  • * რკინიგზის ოპერატორებთან, ტერმინალებთან, ექსპედიტორებთან და აგენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • * ჩინეთი — ცენტრალური აზია — კავკასიის მიმართულებებზე გადაზიდვების კოორდინაცია;
  • * დატვირთვის, გადაზიდვის, ტრანზიტისა და დანიშნულების ადგილზე ჩაბარების პროცესის მონიტორინგი;
  • * სარკინიგზო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
  • * ტარიფების მოთხოვნა, შედარება, მოლაპარაკებების წარმოება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • * შეფერხებებისა და საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • * პარტნიორებისა და სარკინიგზო ოპერატორების ქსელის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
  • * სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
  • * საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პროცესებისა და მარშრუტების ცოდნა;
  • * რკინიგზის ოპერატორებთან, ტერმინალებთან და/ან ვაგონების/კონტეინერების ოპერატორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • * გადაზიდვის ტარიფების გაანგარიშებისა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • * რუსული ენის კარგი სამუშაო ცოდნა — აუცილებელია;
  • * ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • * MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.

დამატებითი უპირატესობა:

  • * ავტომობილების გადაზიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • * ჩინეთისა და ცენტრალური აზიის სარკინიგზო დერეფნებზე მუშაობის გამოცდილება;
  • * მულტიმოდალური და კონტეინერული გადაზიდვების გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • * მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • * პრობლემური სიტუაციების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • * დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • * დინამიკურ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და წერილის სათაურში მიუთითოთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი — სარკინიგზო გადაზიდვები".

ელ. ფოსტა: info@carmove.ge